ევროპალიგის მატჩს ქართველებიც განსჯიან
ევროპალიგის მატჩს ქართველებიც განსჯიან

გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მორიგ შეხვედრას იმსაჯებს – ქართველი არბიტრი 17 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიური “მურასა“ დანიური „ორჰუსის“ შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება.

დღევანდელ მატჩში გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი იქნება.

​კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართველი მსაჯების ბრიგადა საერთაშორისო მატჩს მოემსახურება.

გიორგი ყრუაშვილს უეფა-მ 7 სექტემბერს ერთა ლიგის შეხვედრა მიანდო, სადაც ყაზახეთმა ბელარუსს უმასპინძლა.

ფიფა-ს არბიტრის რანგში გიორგი კიკაჩეიშვილმა კი კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა – მან 27 აგვისტოს აზერბაიჯანული „კეშლასა“ და ალბანური „ლაჩის“ მატჩი განსაჯა.