ევროპალიგაზე „ტორპედოს“ განაცხადი ცნობილია
ევროპალიგაზე „ტორპედოს“ განაცხადი ცნობილია
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 ივლისს ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს, შიმკენტის „ორდაბასის“ ესტუმრება.
 
„ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ლიგაზე გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, დავით ასათიანი
მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, ვახტანგ ნებიერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, თემურ ჩოგაძე, გრიგოლ დოლიძე, ოთარ კობახიძე, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა, თამაზ ცეცხლაძე, ზაზა ციცქიშვილი, თამაზ შარვაშიძე, მათე აბულაძე
თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, თორნიკე კაპანაძე, დავით იონანიძე
„ორდაბასისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ყაზახეთიდან მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.