ევროპალიგა ქართველების გარეშე - „შტურმი“ და „ფერენცვაროში“ ჯგუფებში ჩარჩნენ #1TVSPORT
ევროპალიგა ქართველების გარეშე - „შტურმი“ და „ფერენცვაროში“ ჯგუფებში ჩარჩნენ #1TVSPORT

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი გუნდია, სადაც ქართველები თამაშობენ. მათ მე-4 ტურის შეხვედრები გამართეს და წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

ევროტურნირის თამაშებში ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ ეხმარება გრაცის „შტურმს“, რომელიც B ჯგუფში სოსიედადში „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და ჯგუფის ფავორიტს ქულა წაართვა. ანგარიში 38-ე წუთზე ავსტრიელთა თავდამსხმელმა იაკობ იანჩერმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 53-ე წუთზე ესპანელთა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ალექსანდერ სერლოტმა დააფიქსირა – 1:1.

ჯგუფში 8 ქულით „მონაკო“ ლიდერობს, მეორეზე გრაცის „რეალ სოსიედადია“ (6), „ეინფჰოვენი“ (5) მესამეზეა, ხოლო ბოლო პოზიციაზე გრაცის „შტურმია“ (1), რომელსაც ტურნირის პლეიოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

J ჯგუფში „ფერენცვაროშმა“ ბუდაპეშტში გლაზგოს „სელტიკს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ლაშა დვალს და გიორგი ხარაიშვილს არც ამჯერად უთამაშიათ და განაცხადშიც არ იყვნენ. ამ მარცხით, უნგრეთის ჩემპიონმა ევროპალიგის პლეიოფში თამაშის შანსი დაკარგა, რადგან უქულოდ ბოლო ადგილზეა. პირველზე „ლევერკუზენია“ (10 ქულა), მეორეზე – „ბეტისი“ (7), მესამე პოზიციას კი „სელტიკი“ (6) იკავებს.