ევროპალიგა „ჯვაროსნების“ გარეშე - „შტურმი“ „ეინდჰოვენთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროპალიგა „ჯვაროსნების“ გარეშე - „შტურმი“ „ეინდჰოვენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ევროპის ლიგაზე ქართველების გუნდებმა ითამაშეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, სამწუხაროდ, ეს ტური სხვადასხვა მიზეზით გამოტოვეს.

მეხუთე ტურში უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ ესპანეთში „ბეტისს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი განაცხადშიც არ იყვნენ. უნგრეთის ჩემპიონი „ჯ“ ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა და მესამე ადგილის დაკავებასაც ვეღარ მოახერხებს.

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და მოედანზე მისი დაბრუნება ჯერ კიდევ ნაადრევია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გამოტოვა „ეინდჰოვენთან“ შეხვედრა, რომელიც გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე 2:0 წააგო. ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, „შტურმი“ „ბ“ ჯგუფში ერთი ქულით ბოლო პოზიციაზეა დარჩა.

მოსკოვის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე რომის „ლაციომ“ 0:3 გაანადგურა. ჩირო იმობილემ დუბლი შეასრულა და ორივე გოლი პენალტით გაიტანა. მოსკოველთა შემადგენლობაში იყო კონსტანტინე მარადიშვილი, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. რუსული კლუბი „ე“ ჯგუფში ორი ქულით ბოლო ადგილზეა.