ევროპალიგა იწყება, დავით ხოჭოლავას „შახტარი“ „ვოლფსბურგს“ მასპინძლობს
ევროპალიგა იწყება, დავით ხოჭოლავას „შახტარი“ „ვოლფსბურგს“ მასპინძლობს

ევროპალიგის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო თებერვალში შეწყდა. ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მისი განახლება 5 აგვისტოს იგეგმება. ამ დღეს 1/8-ფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართება:

კოპენჰაგენი (დანია)-ბაშაკსეჰირი (თურქეთი)

შახტარი (უკრაინა)-ვოლფსბურგი (გერმანია)

ინტერი (იტალია)-ხეტაფე (ესპანეთი)

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-ლასკი (ავსტრია)

დონეცკის „შახტართან“ ერთად „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ სათამაშოდ აქტიურად ემზადება ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, თუმცა გამოვა თუ არა მოედანზე წინასწარ რთული სათქმელია. ამ სეზონში პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ლუიშ კასტრო ნაკლებად ენდობა – სულ 10 ჯერ ათამაშა. აქედან ორჯერ – ევროპალიგაზე.