ევროპა ზაფხულიდან აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს
ევროპა ზაფხულიდან აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

ევროპა აზერბაიჯანულ გაზს ზაფხულიდან მიიღებს. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

როგორც ტრანსანატოლიის გაზსადენის კომპანიის გენერალური დირექტორი სალტუკ დუზიოლი აცხადებს, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყება.

მისივე თქმით, გაზსადენი სატესტო რეჟიმში 15 აპრილიდან ამუშავდება. დუზიოლოს განცხადებით, თებერვლის ბოლოს პროექტ „ტანაპის“ (TANAP)-ის ფარგლებში სამუშაოების 98% დასრულებულია და უკვე დღეს გაზსადენს შეუძლია, 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატაროს.

როგორც ის ამტკიცებს, უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის გაზრდა 24, შემდეგ კი, 31 მილიარდ კუბურ მეტრამდეა დაგეგმილი.

ტრანს-ანატოლიის გაზსადენის სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს. გაზსადენი თურქეთისა და საბერძნეთის მოსაზღვრე რაიონში გადის, სადაც ის ტრანს-ადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება.