ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერიამ“ „ლარნთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრა ჩრდილოეთირლანდიურ „ლარნთან“ სტუმრად გამართა – მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მასპინძლები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. „იბერიას“ კი შეტევების ორგანიზება უჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, საპასუხო მატჩის წინ სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა.
„იბერიისა“ და „ლარნის“ საპასუხო მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.