ევროპა ლიგაზე „ანდერლეხტისა“ და „ჰოფენჰაიმის“ მატჩი ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს #1TVSPORT
ევროპა ლიგის ბოლო ტურში ბელგიური „ანდერლეხტისა“ და გერმანული „ჰოფენჰაიმის“ შეხვედრა გიორგი ყრუაშვილმა განსაჯა, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იყო, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა.
ბრიუსელში გამართული შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. გერმანელებმა ბელგიური გუნდი 4:3 დაამარცხეს, მაგრამ პლეი ოფში ვერ გავიდნენ, „ანდერლეხტმა“ კი, წაგების მიუხედავად, 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ანდერლეხტის“ და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირება დაძაბულიც გამოდგა – ქართველ არბიტრს ხუთჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ჩვენება და ხუთივე შემთხვევაში გერმანელი ფეხბურთელები გააფრთხილა.