ევროპა ლიგა | „რიგის ფეხბურთის სკოლა“ კუპს-თან დამარცხდა - ლაშა ოდიშარია ლატვიელთა განაცხადში არ იყო #1TVSPORT
ლაშა ოდიშარიას „რიგის ფეხბურთის სკოლამ“ (რფს) ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ კუპს-ს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და შესვენებამდე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ – მე-14 წუთზე კუპს-ი ოკსანენმა დააწინაურა, ათ წუთში კი ლატვიელებს მეორე ბურთი ტურემ გაუტანა.
მართალია, 61-ე წუთზე ლატვიელთა სენეგალელმა ლეგიონერმა, ბართელემი დიედიუმ სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა, მაგრამ ფინელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საპასუხო მატჩის წინ ფავორიტები არიან – შეხვედრა 14 აგვისტოს ფინეთში გაიმართება.
საინტერესოა ლაშა ოდიშარიას ამბავი, რომელიც 15 ივლისის შემდეგ რფს-ის განაცხადში არ გამოჩენილა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ბოლოს „ლევადიასთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.