ქალაქ ნიონში უეფა-ს ევროპის ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპა ლიგის გათამაშებაც წელს ახალი ფორმატით ტარდება. შეჯიბრებაში 36 გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესო 8 გუნდმა პირდაპირ 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მიიღო, ხოლო დანარჩენი 8 გუნდი პლეი ინის შემდეგ გაირკვევა.
პლეი ინის ეტაპზე მონაწილეობას მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მიიღებენ, ხოლო 12-მა გუნდმა ასპარეზობა დაასრულა.
პლეი ინის წილისყრის შედეგები:
„ფერენცვაროში“ – „პლზენი“
„პორტუ“ – „რომა“
„ფენერბახჩე“ – „ანდერლეხტი“
„ტვენტე“ – „ბოდო გლიმტი“
„მიდტიულანდი“ – „სოსიედადი“
„ალკმაარი“ – „გალათასარაი“
პაოკი – „სტიაუა“
„სენტ ჟილოსი“ – „აიაქსი“
ევროპა ლიგის პლეი ინის პირველი მატჩები 13 თებერვალს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი 20 თებერვალს.