ევროპა ლიგა - პირველი ტაიმის შემდეგ ჩიხურა მინიმალური ანგარიშით იგებს (ვიდეო)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მიმდინარეობს უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი საჩხერის ჩიხურასა და ლუქსემბურგის ფოლა ეშს შორის. პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს მინიმალური ანგარიშით ამარცხებენ. გოლის ავტორია რატი არდაზიშვილი, რომელმაც თავი მატჩის 24-ე წუთზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია ასევე, რომ 32-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან „ფოლას“ ფეხბურთელი, მუჰარემოვიჩი გააძევა და ჩვენი მეტოქე კაცნაკლული თამაშობს.