ევროპა ლიგა | მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლიონმა“ გასვლით მატჩში „სტიაუა“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ბუქარესტში „სტიაუას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა.
30-ე წუთზე კი „ლიონმა“ ანგარიში მიქაუტაძის შესანიშნავი თამაშის შემდეგ გახსნა – გიორგიმ ბურთი საჯარიმოში მიიღო, შეტევაში ჩართული ნიკოლა ტალიაფიკო შენიშნა და ზუსტი გადაცემა მიაწოდა – არგენტინელმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მიქაუტაძეს მეორე ტაიმში სამჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. ჯერ მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და წაიქცა, მეორედ სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება ვერ მოახერხა, მესამედ კი ქართველის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი „სტიაუას“ მეკარემ მოიგერია და რუმინელები გადაარჩინა.
„ლიონმა“ მიზანს მაინც მიაღწია – შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ დუბლი (86, 90) შეასრულა და სტუმრებმა 3:1 მოიგეს.
ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „ლიონი“ „სტიაუას“ 13 მარტს უმასპინძლებს.