ევროპა ლიგა | მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა - „ლიონი“ მერვედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
„ლიონმა“ 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მიქაუტაძემ საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა და ბურთი კარის წინ სორენტინ ტოლისოს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. 77-ე წუთზე ბულგარელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ალმეიდას მიერ გატანილი ბურთით წონასწორობა აღადგინეს.
ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის რფს („რიგის ფეხბურთის სკოლა“) კიევის „დინამოს“ ესტუმრა. ჰაბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ლატვიური გუნდის სასტარტო თერთმეტეულში იყო და შეუცვლეად ითამაშა, სილაგაძე კი მეოდანზე 85-ე წთზე შევიდა. შეხვედრის ბედი 76-ე წუთზე ოლექსანდრ პიხალიონოკის გოლმა გადაწყვიტა – 1:0 კიეველთა სასარგებლოდ.
ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპი „ლიონმა“ 15 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა და მერვედფინალში ითამაშებს, რფს კი (5 ქულა, 32-ე ადგილი) გათამაშებას გამოეთიშა.