ევროპა ლიგა | კაშიამ „სლოვანში“ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა - გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო #1TVSPORT
ევროპა ლიგა | კაშიამ „სლოვანში“ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა - გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო #1TVSPORT

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალმათის „ქაირათთან“ წაგების შემდეგ ევროპა ლიგაზეც დამარცხდა – სლოვაკეთის ჩემპიონმა პლეი ოფის პირველ შეხვედრაში შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო.

„ჯვაროსნების“ კაპიტანმა „სლოვანიც“ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, ყვითელი ბარათი მიიღო და 55-ე წუთამდე ითამაშა, რადგან მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეტევების გასაძლიერებლად მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი რობერტი მაკი შეიყვანა.

სალონიკის პაოკ-ი ხორვატიაში „რიეკას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ამჯერადაც სალონიკელთა სათადარიგოთა სკამზე იყო.

ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრები 28 აგვისტოს გაიმართება.