ევროპალიგა | „იბერია“-„ლარნის“ მატჩზე ათი ათასი ბილეთი უკვე გაიყიდა #1TVSPORT

17:32, 10.08.2026

თბილისის „იბერიისა“ და ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ შორის ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩზე 10 ათასი ბილეთი გაყიდულია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიაში 0:0 დასრულდა და „იბერიას“ შესანიშავი შანსი აქვს, 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართული გუნდი გახდეს, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

„იბერია“-„ლარნის“ შეხვედრა 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

„იბერია“-„ლარნის“ მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://tkt.ge/iberia1999larne

მატჩის დღეს, 17:00 საათიდან ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება.

მსგავსი