ევროპა ლიგა - „ჩიხურა“ მომდევნო ეტაპზეა (ვიდეო)
ევროპა ლიგა - „ჩიხურა“ მომდევნო ეტაპზეა (ვიდეო)

„ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი საჩხერის „ჩიხურასა“ და ლუქსემბურგის „ფოლას“ შორის მოულოდნელობის გარეშე დასრულდა და ქართული გუნდი მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. ანგარიში ამ მატჩში რატი არდაზიშვილმა გახსნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა.

მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა საჩხერელთა სასარგებლოდ.

მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, მსაჯმა მასინძელთა კარში პენალტი დანიშნა და სინანიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში, ჩიხურამ ანგარიშით 4:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩიხურას მეტოქე შოტლანდიურ აბერდინსა და ფინურ როვანიემის შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა, რომელიც შოტლანდიაში გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.