ევროპა ლიგა - „ჩიხურა“ მეტოქეს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება
ევროპა ლიგა - „ჩიხურა“ მეტოქეს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება

„ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი საჩხერის „ჩიხურასა“ და ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ შორის დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც ლუქსემბურგში ერთი კვირის წინ გაიმართა, ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 1:2 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ.

საინტერესოა, რომ წარმატების შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ფინურ „როვანიემის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დღევანდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.