ევროპა ლიგა | აზაროვს „შახტარში“ არ უთამაშია, გუგეშაშვილი პაოკ-ში სათადარიგოთა შორის იყო #1TVSPORT
ევროპა ლიგა | აზაროვს „შახტარში“ არ უთამაშია, გუგეშაშვილი პაოკ-ში სათადარიგოთა შორის იყო #1TVSPORT

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებისა და პაოკ-ის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო „ვოლფსბერგერთან“ შეხვედრაში, რომელიც ზაფხულში სანდრო ალთუნაშვილმა დატოვა. მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ „პანათაინაიკოსთან“ ასევე ფრეს დასჯერდა – 0:0. გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარი“ დატოვა და გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგში“ ითამაშებს, აზაროვი კი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს მის ტრანსფერზე უცხოეთიდან სოლიდური შეთვაზებები აქვთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ.

გიორგი მაისურაძე ჟიტომირის „პოლესიეს“ განაცხადში არ იყო უნგრულ „პაკშთან“ კონფერენს ლიგის შეხვედრაში – ის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტრავმის გამო გუნდში აღარ გამოჩენილა – უკრაინელებმა კი 3:0 მოიგეს და პლეი ოფში თამაშს მიუახლოვდნენ.