„ევრონიუსი“ - ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ პუტინის განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა
„ევრონიუსი“ - ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ პუტინის განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა

პუტინის მიერ ევროპის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ გაცემული განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მოუწოდა, ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდოს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან შეხვედრაზე პუტინმა მას დაავალა, რომ 8 ნოემბრისთვის ავსტრიასა და გერმანიაში კომპანიის კუთვნილი საცავები ბუნებრივი აირის დამატებითი რაოდენობით შეივსოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი უკვე რამდენიმე კვირაა, იზრდება. ამჟამად ევროკავშირში იმპორტირებული გაზის 40 პროცენტი რუსულია. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთი განზრახ აფერხებდა ევროპაში გაზის მიწოდებას და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ასამოქმედებლად ბოლო დაბრკოლებების მოხსნას ითხოვდა.