ევროლიგის პირველი ტურის MVP იან ვესელი გახდა
ISTANBUL, TURKEY - SEPTEMBER 25: Jan Vesely, #24 of Fenerbahce Istanbul poses during the Fenerbahce Istanbul 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Media Day at Ulker Sports Arena on September 25, 2018 in Istanbul, Turkey. (Photo by Tolga Adanali/EB via Getty Images)
„ევროლიგის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ცენტრი, იან ვესელი გახდა.
თურქულმა კლუბმა პირველ ტურში ესპანურ „გრან-კანარიას“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 97-72 დაამარცხა.
ამ თამაშში ჩეხმა 19 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა. MVP-ის ტიტულის გამოვლენისას, მეორე ადგილი „ჟალგირისის“ ამერიკელ მცველ ნეით ვუოლტერსს ერგო, ხოლო მესამეზე კი „ხიმკის“ მოთამაშე, ალექსანდრ შვედი გავიდა.