ევროლიგის „ოთხთა ფინალს“ საამიროები უმასპინძლებს #1TVSPORT
ევროლიგის „ოთხთა ფინალს“ საამიროები უმასპინძლებს #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი ევროლიგის 2024-25 წლების გათამაშების „ოთხთა ფინალს“ უმასპინძლებს.

მთავარი ევროპული საკალათბურთო ტურნირის გადამწყვეტი მატჩები „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება, რომელიც იასის კუნძულზე მდებარეობს.

„ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალები 23 მაისს გაიმართება, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 25 მაისს.