ევროლიგის მეხუთე ტურში „ხიმკიმ“ „პანათინაიკოსი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე მეხუთე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

რუსულმა „ხიმკიმ“ საკუთარ არენაზე „პანათინაიკოსი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება (103:86) მოიპოვა. მასპინძელთა შორის ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ალექსეი შვედმა. მის ანგარიშზე 26 ქულა, 3 მოხსნა და შვიდი გადაცემაა. იანის ტიმამ საკუთარ გუნდს 16 ქულა, 8 მოხსნა და 6 გადაცემა შესძინა. სტუმართა შორის 10 ქულითა და 11 გადაცემით ორმაგი დუბლი ნიკ კალატესმა გაიფორმა.

„ანადოლუ ეფესი“ 85:70 „ცრვენა ზვეზდა“

„ალბა“ 78:81 „მილანი“