„ევროლიგის“ მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში „პანათინაიკოსმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა
„ევროლიგის“ მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში „პანათინაიკოსმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ათენის „აპანთინაიკოსმა“. ბერძნულ კლუბმა „ევროლიგის“ მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.

თამაში, სტუმრებმა გაცილებით კარგად დაიწყეს და ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგეს. „პანათინაიკოსმა“ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და აღნიშნული ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა და ბოლო წუთებს, ლიდერის რანგში შეხვდა.

მადრიდელებმა უკანასკნელ წუთზე მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე, ჯეიმს გისტის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ათენელთა ამერიკელმა ფორვარდმა, ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

ბოლო შეტევა, სტუმრბმა გააფუჭეს და საბოლოოდ “პანათინაიკოსის“ გამარჯვება დაფიქსირდა 82-80. ბერძნებს 20 ქულით კეისი რივერსმა ულიდერა. 15 ქულა და 7 მოხსნაა ჯეიმს გისტის მონაგარი. სტუმართა შორის, 19 ქულით ლუკა დონჩიჩი გახლდათ საუკეთესო. ამ გამარჯვების შემდეგ, „პაომ“ სატურნირო ცხრილში „რეალს“ გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ხავი პასკუალეს გუნდი მომდევნო ტურში მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლებს.