ევროლიგის 29-ე ტური დღეს დასრულდება
ევროლიგის 29-ე ტური დღეს დასრულდება

ევროპის ქალაქებში საკალათბურთო ევროლიგის ბოლოს წინა 29-ე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა დღეს შედგება. დღის პირველი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ორი რუსული გუნდი „ხიმკი“ და „ცე ეს კა“ დაუპირისპირდებიან. მოსკოვის „ცე ეს კა“ 22 მოგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. „ხიმკი“ კი ცხრა მოგებით მეცამეტე პოზიციაზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვს.

21:15 საათზე „დარუშაფაკა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი საპლეიოფო ბრძოლას გამოთიშულია. 23:30 საათზე თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ არენაზე „ანადოლუ ეფესს“ დაუხვდება. ესპანელებს 15 მოგება აქვთ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებენ. თურქებს პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. დღის ბოლო შეხვედრა 23:30 საათზე „ოლიმპიაკოსსა“ და „ჟალგირისს“ შორის ჩატარდება.