„ევროლიგის“ 23-ე ტური - ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ „ჟალგირისს“ შეხვდება
„ევროლიგის“ 23-ე ტური - ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ „ჟალგირისს“ შეხვდება

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ დღეს 23-ე სათამაშო დღის ოთხი შეხვედრა გაიმართება.

მოსკოვის „ცე ეს კა“ საკუთარ არენაზე ესპანურ „გრან კანარიას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩაატარებს.  სტამბოლში ადგილობრივი „ანადოლი ეფესი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ მიიღებს. „ოლიმპია მილანო“ კი იტალიაში თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ კი სტუმრად კატალონიაში „ბარსელონას“ კვლავ საკუთარი კაპიტანის გარეშე შეხვდება. გოგა ბითაძის „ბუდოჩნოსტი“ კი საკუთარ შეხვედრას ხვალ 22 თებერვალს სტუმრად „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავს.

ცე ეს კა : გრან კანარია – 21:00
ანადოლუ ეფესი : ოლიმპიაკოსი – 21:30
ოლიმპია მილანო : მაკაბი – 23:45
ბარსელონა : ბასკონია – 00:00