ევროლიგის 2022-23 წლების სეზონში რუსული კლუბები არ ითამაშებენ #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის აქციონერთა აღასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – არ დაუშვას რუსული კლუბები 2022-23 წლების სეზონში ევროლიგისა და ევროთასის გათამაშებებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაში რუსული აგრესიის გამო.
შეგახსენებთ, რომ 2021-22 წლების სეზონის მსვლელობისას, რუსული კლუბები ჩამოაშორეს ევროპულ ტურნირებს, ხოლო მათი შედეგები გააუქმეს.