ევროლიგის 2018-2019 წლების ყველა მონაწილე ცნობილია
ევროლიგის 2018-2019 წლების ყველა მონაწილე ცნობილია

გერმანიაში 16 ივნისს კალათბურთში ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდა. მიუნხენის “ბაიერნმა” ბერლინის “ალბა” დაამარცხა და 2018-2019 წლების სეზონის ევროლიგის ბოლო მონაწილე გახდა.
ევროპის მთავარი საკალათბურთო ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე მომავალი სეზონის ყველა მონაწილის სია გამოქვეყნდა:

ესპანეთი: “რეალი”, “ბარსელონა”, “ბასკონია“, “გრან კანარია“;
თურქეთი: “ეფესი“, “ფენერბაჰჩე”, “დარუშაფაკა“;
საბერძნეთი: “ოლიმპიაკოსი”, “პანათინაიკოსი”;
რუსეთი: ცსკა, “ხიმკი”;
ისრაელი: “მაკაბი”;
იტალია: “მილანი”;
ლიეტუვა: “ჟალგირისი“;
გერმანია: “ბაიერნი”;
სერბეთი: “ბუდუჩნოსტი“.