ევროლიგაზე მე-13 ტურის მატჩები გაიმართება
ევროლიგაზე მე-13 ტურის მატჩები გაიმართება

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბრთო ტურნირზე დღეს და ხვალ 13-ე ტურის მატჩები გაიმართება. თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის „ბასკონია“ კანარის კუნძლებზე, ადგილობრივ „გრან კანარიას“ შეხვდება. ბასკონიელები ჯერჯერობით პლეი-ოფის ზონაში არ იმყოფებიან და თითოელ მატჩს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ველიმირ პერასოვიჩის გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ტური ეფესი-ბუდუჩნოსტის თამაშით გაიხსნება. თურქული კლუბი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და საუკეთესო ოთხეულში იმყოფება. სტამბოლელები ტურნირის დებიუტანტის წინააღმდეგ უპირობო ფავორიტის რანგში გავლენ მოედანზე.

ტურის და მთლიანად პირველი წრის ცენტრალური დაპირისპირება სტამბოლში შედგება, სადაც „ფენერბახჩე“ მოსკოვის „ცსკა“-ს მიიღებს. გუნდები სატურნირო ცხრილში პირველ-მესამე ადგილებზე არიან. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი „პალაუ ცენტრში“, სადაც ბარსელონა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს. „ბარსას“ ზედიზედ სამი მარცხი აქვს და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება.