ევროლიგამ ახალი ტურნირი დააარსა – სუპერთასი ოთხი კლუბის მონაწილეობით #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგამ და აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი ტურნირის – ევროლიგის სუპერთასის შექმნის შესახებ გამოაცხადეს, რომლის პირველი გათამაშება 18-19 სექტემბერს, აბუ-დაბიში (საამიროები) „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება. ახალი ტურნირის შესახებ ინფორმაცია ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ – ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპიაკოსი“, 2025 წლის ჩემპიონი „ფენერბახჩე“, 2026 წლის ფინალისტი „რეალი“ და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი „დუბაი“.
„ევროლიგის სუპერთასის სტარტი სათავეს უდებს ევროპული საკლუბო კალათბურთის ისტორიაში ახალი ამაღელვებელი თავის დაწყებას.
მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტთან ამ ტურნირის პირველი გათამაშების რანგში, რომელიც შეკრებს უძლიერეს კლუბებს და გახსნის ახალ სეზონს“, – განაცხადა ევროლიგის პრეზიდენტმა დეიან ბოდიროგამ.