ევროლიგა | ოთხთა ფინალის მესამე მონაწილე „ფენერბახჩეა“ - „პანათინაიკოსი“ და „ვალენსია“ მეხუთე მატჩს ითამაშებენ #1TVSPORT
ევროლიგა | ოთხთა ფინალის მესამე მონაწილე „ფენერბახჩეა“ - „პანათინაიკოსი“ და „ვალენსია“ მეხუთე მატჩს ითამაშებენ #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბი „ფენერბახჩე“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის ოთხთა ფინალის მესამე მონაწილე გახდა.

თურქულმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისი“ სტუმრად სერიის მეოთხე მატჩში 94:90 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება „პანათინაიკოსსა“ და „ვალენსიას“ შორის. ესპანურმა გუნდმა მეოთხე მატჩში სტუმრად ბერძნები 89:86 დაამარცხა, ხოლო 13 მაისს გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

შედეგად, ოთხთა ფინალში „ფენერბახჩე“ „ოლიმპიაკოსსა“ და მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.