ევროლიგა | „ოლიმპიაკოსი“ და მადრიდის „რეალი“ ოთხთა ფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ევროლიგა | „ოლიმპიაკოსი“ და მადრიდის „რეალი“ ოთხთა ფინალში გავიდნენ #1TVSPORT

ევროპის მთავარი საკლუბო საკალათბურთო ტურნირი ევროლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის – გამოვლინდა ოთხთა ფინალის ორი მონაწილე.

პირეუსის „ოლიმპიაკოსმა“ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ სერიაში 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ოთხთა ფინალის მეორე მონაწილე მადრიდის „რეალია“, რომელმაც თელ ავივის „აპოელს“ 3:1 სძლია.

გასარკვევია ფინალური ოთხეულის კიდევ ორი მონაწილე – „პანათინაიკოსი“ „ვალენსიას“ 2:1 ამარცხებს, ხოლო „ფენერბახჩე“ კაუნასის „ჟალგირისს“ ასევე 2:1-ს უგებს.

2026 წელს ევროლიგის ოთხთა ფინალს 22-24 მაისს ათენი უმასპინძლებს.