ევროლიგა NBA-ს სასამართლოთი დაემუქრა #1TVSPORT
ევროლიგა NBA-ს სასამართლოთი დაემუქრა #1TVSPORT

ევროლიგამ ოფიციალურად აცნობა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას (NBA) სავარაუდო იურიდიულ მოქმედებებზე. როგორც გამოცემა Eurohoops-ი წერს, ამის საბაბი გახდა ახალი პროექტი ევროპაში ჩრდილოამერიკულ ლიგასა და კლუბებს შორის, რომლებმაც უკვე გააფორმეს ევროლიგასთან ხელშეკრულება მომდევნო 10 წლისთვის.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ევროლიგის აქციონერთა ონლაინშეხვედრა, რომელზეც „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ფენერბახჩემ“ და „ვილერბანმა“ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ჯერ არ მოუწერიათ ხელი ახალ ლიცენზიებზე.

მოქმედი კონტრაქტების თანახმად, ახალი ლიცენზიების გაფორმება შესაძლებელია 2026 წლის 30 ივნისამდე, ამიტომაც შედეგების პროგნოზირება ჯერ ძალიან რთულია.

ელოდებიან, რომ „ბარსელონა“ და „ფენერბახჩე“ უახლოეს დროში ხელს მოაწერენ ახალ ლიცენზიებს და შეათანხმებენ საკუთარ პოზიციებს ევროლიგის დანარჩენ აქციონერებთან. „რეალის“ მომავალი გაურკვეველი რჩება, „ვილერბანი“ კი, რომლის პრეზიდენტია NBA-ს ლეგენდა ტონი პარკერი, სავარაუდოდ, ლიგას დატოვებს.

კლუბებმა, რომლებიც გამოდიან ევროლიგაში, მაგრამ არ გააჩნიათ A ლიცენზია, ერთობლივი წერილი გააგზავნეს თხოვნით, მონაწილეობა მიიღონ განხილვებში.