ევროლიგა 20 გუნდამდე გაიზრდება, კალენდარში სანაკრებო მატჩებისთვის პაუზები არ არის გათვალისწინებული #1TVSPORT
ევროლიგა 20 გუნდამდე გაიზრდება, კალენდარში სანაკრებო მატჩებისთვის პაუზები არ არის გათვალისწინებული #1TVSPORT

უახლოეს დღეებში ევროლიგა 2025-26 წლების სეზონში ტურნირის 20 გუნდამდე გაზრდის შესახებ გამოაცხადებს. ეს ინფორმაცია გამოცემა Sportando-მ გაავრცელა.

იტყობინებიან, რომ ტურნირზე არ იქნება დაყოფა კონფერენციების მიხედვით. რეგულარული სეზონის სტარტი სექტემბერშია დანიშნული და თითო გუნდი 38 მატჩს ჩაატარებს. რეგულარულის დროს იქნება 10 კვირა, რომლის დროსაც გუნდებს ორ-ორი მატჩის ჩატარებს მოუწევთ.

სანაკრებო მატჩებისთვის პაუზები არ არის გათვალისწინებული.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 2024-25 წლების სეზონის ყველა გუნდი. გამონაკლისი იქნება ბერლინის „ალბა“. 17 გუნდს შეუერთდებიან თელ-ავივის „ჰაპოელი“ (როგორც ევროთასის გამარჯვებული), აგრეთვე „დუბაი“ და „ვალენსია“, როგორც „უაილდ ქარდის“ მფლობელები.

ევროლიგის მხრიდან ეს ნაბიჯი აიხსნება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მხრიდან ზეწოლით: 27 მაისს FIBA-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ახალი ტურნირის – NBA-ევროპის პრეზენტაცია. „ვალენსია“ და „ვირტუსი“ იმუქრებოდნენ ევროლიგიდან გასვლით, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, შეენარჩუნებინათ ევროპის ყველა ტოპ კლუბი გაფართოების ხარჯზე.