ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია

22:42, 07.09.2026

ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად რეალისტურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ.

მისივე თქმით, ბრიუსელი ერევანთან თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული, რისი ნათელი მაგალითიცაა ევროკომისიის პრეზიდენტის ორი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთთან დისკუსიას არაერთ საკითხზე მართავს.

„თქვენ იცით, რამდენად დაინტერესებულები ვართ სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით. ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ბოლოდროინდელი ორი ვიზიტი სომხეთში. ჩვენ სომხეთთან ვსაუბრობთ რიგ საკითხებზე, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ნაადრევი ხომ არ არის იმის პროგნოზირება, რომ 2029 წელს მოხდება ვიზალიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებისთვის. მე ვიტყოდი, რომ მართლაც ნაადრევია, ვისაუბროთ ასე კონკრეტულად, მაგრამ რაც შეგვიძლია, დავადასტუროთ, არის ის, რომ მიმდინარეობს დისკუსიები რიგ სფეროებში და როგორც კი ეს თემები მომწიფდება, მაშინ ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე სომხეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობაში“, – განაცხადა პაულა პინიომ.

მსგავსი