ევროკომისიის პრეზიდენტმა ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს

ევროკავშირი მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს, რომლის მიზანიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღების პროცესის გამარტივებაა, – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

„ამ პაქტის მიზანია, გლობალიზაციის დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება და საემიგრაციო პოლიტიკის დაბალანსება. ახალი პაქტი შექმნის ბალანსს და ყველა წევრი სახელმწიფო თანაბარად გაინაწილებს სარგებელსა და ტვირთს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ე.წ. სავალდებულო სოლიდარობის მექანიზმი თითოეულ წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს დევნილთა გარკვეული რაოდენობა. ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ვერ შეასრულებენ პაქტს, შესაძლოა, დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისროთ.

ახალი პაქტს, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყველაზე მეტად უჭერს მხარს, წინ უძღოდა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ბანაკებში გაჩენილი ხანძარი, რის შედეგადაც, 12 000-ზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი დაზარალდა.

დატოვე კომენტარი