ევროკომისიის პრეზიდენტი დიდი ოცეულის ქვეყნებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებით სოლიდარობისკენ მოუწოდებს
ევროკომისიის პრეზიდენტი დიდი ოცეულის ქვეყნებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებით სოლიდარობისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდი ოცეულის ქვეყნებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებით სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„ვაქცინები პანდემიის გადალახვაში დაგვეხმარება. მე დიდი ოცეულის სამიტზე დამსწრეებს 2020 წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-თან გამკლავების მეთოდების ხელმისაწვდომობის დაჩქარების პროგრამაში 4.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებისკენ მოვუწოდე.

„კოვიდ-19“-მა გვასწავლა, რომ ჩვენ გლობალური მზადყოფნა გვჭირდება“, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

პანდემიის გამო, დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ჩატარება.