ევროკომისიის პრეზიდენტ​ი - თუ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში პროვოკაციებსა და ზემოქმედებას განაგრძობს, ევროკავშირმა შესაძლოა, ანკარას სანქციები დაუწესოს
ევროკომისიის პრეზიდენტ​ი - თუ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში პროვოკაციებსა და ზემოქმედებას განაგრძობს, ევროკავშირმა შესაძლოა, ანკარას სანქციები დაუწესოს

თუ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში „პროვოკაციებსა და ზემოქმედებას“ განაგრძობს, ევროკავშირმა შესაძლოა, ანკარას სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის პირველი დღის მიწურულს განაცხადა.

„ჩვენ პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურს თურქეთთან და ეს ანკარას ინტერესშიცაა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ პროვოკაციები და ზემოქმედება შეწყდება. ამასთან, ჩვენ მოველით, რომ თურქეთი ამიერიდან თავს შეიკავებს ცალმხრივი ქმედებებისგან. ასეთი ქმედებების განახლების შემთხვევაში, ევროკავშირი გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დატოვე კომენტარი