ევროკომისიის პრესსპიკერი – უკრაინაში ომის დასასრულებლად, გარკვეულ მომენტში ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება საჭირო

01:36, 13.01.2026

ევროკომისიის პრესსპიკერი პაულა პინიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად გარკვეულ მომენტში ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება საჭირო.

„უკრაინაში მშვიდობა ერთ ადამიანზეა დამოკიდებული: ეს ადამიანი, როგორც კარგად იცით, პრეზიდენტი პუტინია. ამიტომ, ცხადია, გარკვეულ მომენტში პრეზიდენტ პუტინთანაც იქნება საჭირო მოლაპარაკებები“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ.

პინიოს თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევა საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ვაშინგტონი „ყველა ღონეს ხმარობს მშვიდობის საბოლოოდ მისაღწევად“.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა. შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ მაკრონი მართალია და დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს.

მსგავსი