ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის შევსების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით, გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე მაღალ დონეზე.
11 აპრილს ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.