ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების 15 მაისამდე გახანგრძლივებას ითხოვს
ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების 15 მაისამდე გახანგრძლივებას ითხოვს

ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების 15 მაისამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

აღნიშნული შეზღუდვის ვადა აპრილის ბოლოს იწურებოდა.

„შეზღუდვების ვადის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვები ეფექტიანი მაშინ არის, თუ ევროკავშირის საზღვრებზე წევრები კოორდინირებულად მოქმედებენ“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

როგორც ბრიუსელში განაცხადეს, მათ მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 30-დღიანი შეზღუდვა საკმარისი არ არის.