ევროკომისია ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარს უჭერს
ევროკომისია ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარს უჭერს

ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას ევროკომისია მხარს უჭერს. კომისიამ დღეს შესაბამისი რეკომენდაცია ოფიციალურად გასცა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხორვატიამ ყველა ზომა მიმართა იმ პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც იძლევა საშუალებას, ამ ქვეყანაზე გავრცელდეს შენგენის ზონის წესები და სტანდარტები.

ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ხორვატიას ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მოუწევს, რათა ეს პირობები მომავალშიც შენარჩუნდეს.

ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, მას სჯერა, რომ ხორვატია უახლოეს ხანში გახდება შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრი.

შენგენის ზონაში ამჟამად ევროკავშირის წევრი 22 სახელმწიფო და ოთხი ასოცირებული წევრია გაერთიანებული.