ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ პროცედურებს იწყებს
ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ პროცედურებს იწყებს

ევროკომისია იტალიის წინააღმდეგ დისციპლინურ პროცედურებს იწყებს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წერილში, რომელსაც იტალიის მთავრობა სავარაუდოდ 5 ივნისს მიიღებს, აღნიშნულია, რომ რომის ფისკალური პოლიტიკა წინდახედულობის ნაკლებობას განიცდის და შესაძლოა ქვეყნის საბაზრო ნდობის შოკური დანაკარგი გამოიწვიოს.

იტალიური გამოცემა „რეპუბლიკა“ წერს, რომ ევროკომისიის წერილი, კეთილდღეობის არაერთ ახალ ინიციატივას მოიცავს, რომელიც ევროზონის მესამე ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროკომისია იტალიას საბიუჯეტო ხარჯების 3-4 მილიარდი ევროთი შემცირების ინიციატივიტას მიმართავს, რომ ევროკავშირის სანქციები თავიდან იყოს არიდებული.