ევროკავშირში აცხადებენ, რომ წელს რუსული გაზის იმპორტს ორი მესამედით შეამცირებენ, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა აქვთ დაგეგმილი
ევროკავშირში აცხადებენ, რომ წელს რუსული გაზის იმპორტს ორი მესამედით შეამცირებენ, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა აქვთ დაგეგმილი

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს წელს ორი მესამედით შეამცირებს, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ამის შესახებ „სიენენი“ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმის განხორციელებას ბუნებრივი აირის მარაგების დივერსიფიცირებით გეგმავს; კერძოდ კი, გათხევადებული აირის იმპორტისა და მილსადენების გაზრდის ხარჯზე, რომელიც არ იქნება რუსეთიდან მიღებული; ასევე, ბიომეთანისა და განახლებადი წყალბადის წარმოებისა და იმპორტის მოცულობის გაზრდით; სახლებში, შენობებში, მრეწველობასა და ენერგოსისტემაში წიაღისეული საწვავის გამოყენების უფრო სწრაფად შემცირებით, ენერგოეფექტურობის გაზრდით, განახლებადი ენერგიისა და ელექტრიფიკაციის გაზრდით და ინფრასტრუქტურის შეფერხებების აღმოფხვრით, – აღნიშნავენ ევროკავშირში.

„სიენენის“ ინფორმაციით, დღეისთვის ევროკავშირი იმპორტირებული ბუნებრივი აირს 40%-ს რუსეთიდან იღებს. ასევე, რუსეთი აწვდის ევროკავშირს იმპორტირებული ნავთობის 27%-ს ყოველწლიურად.