ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდპასპორტები აღიარა
ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდპასპორტები აღიარა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე ვრცელდება.

„დღეს ევროკომისიამ მიიღო ორი გადაწყვეტილება, რომ სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებთან გათანაბრდა. შედეგად, ეს ორი ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირის სისტემას და მათ მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები მიღებული იქნება ევროკავშირში იმავე წესით, როგორც ეს ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატის შემთხვევაში ხდება. ამავე დროს, ეს ორი ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს მგზავრები, რომლებსაც ევროკავშირის მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ექნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში 29 ოქტომბრიდან შევა. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირი სულ 45 ქვეყნის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატებს აღიარებს. მათ შორის ჯერ არ არის საქართველო.