ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულ, „შავ სიას“ დაემატა სირიის მთავრობის შვიდი მინისტრი. ამგვარად, საერთო ჯამში სანქციები დაწესებული აქვს სირიის 277 მოქალაქესა და 72 იურიდიულ პირს. მათ სირიის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ სანქციების გაფართოება სირიაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება.

ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სანქციები ანგარიშების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.