ქერჩის ყურეში არსებული მდგომარეობის გამო ევროკავშირმა რუსეთს შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს

19:35, 17.12.2018

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთს ქერჩის ყურეში არსებული მდგომარეობის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესოს.

ვოლკერის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ბრიუსელში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

„ყველა აცნობიერებს, რომ ბოლოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებითი პასუხი სანქციების სახით და ამ ინიციატივას ევროკავშირში მხარდაჭერა აქვს. არ გამიკვირდება, თუ ეს უახლოეს ერთ ან ორ თვეში მოხდება“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მსგავსი