ევროკავშირმა იტალიის ბიუჯეტი უარყო
ევროკავშირმა იტალიის ბიუჯეტი უარყო

ევროკავშირმა იტალიის ბიუჯეტი უარყო და დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მიზნით, იტალიასთან დაკავშირებით, ევროკავშირი შესაბამის ზომებს მიიღებს. ევროკომისიის ინფორმაციით, იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებთან შეუსაბამოა, რადგან დეფიციტის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-მდეა გაზრდილი.

თავდაპირველი ვერსიით კი, დეფიციტის ნიშნული 1.8%-ით იყო განსაზღვრული. იტალიის გეგმა მთლიანი საგარეო ვალის გაზრდას ითვალისწინებს, რასაც ევროკავშირი რეგულაციების დარღვევად აფასებს. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რომის წინააღმდეგ „გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურა“ დაიწყო.

იტალიის მთავრობა ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.