ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. თავდაპირველად ოფისი აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დატოვა. დაახლოებით ერთ საათში კი, შენობა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დატოვეს.

ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, ფასილიტატორები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რვა საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.

უცხოელი დიპლომატების მორიგი შეხვედრა, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.