ევროკავშირის საზღვარი 150 000-მა ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა
ევროკავშირის საზღვარი 150 000-მა ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა

ევროკავშირის საზღვარი უკანონოდ 150 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის, „ფრონტექსის“ დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ გააკეთა.

მისი თქმით, ჯერ მწვავე კრიზისზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ფაბრის ლეგერიმ რამდენიმე პრობლემატური მარშრუტი მაინც დაასახელა. მათ შორის არის ესპანეთი, სადაც საზღვრის უკანონოდ კვეთის 57 ათასი შემთხვევა აღრიცხეს.

გაზრდილია ანალოგიური შემთხვევები თურქეთიდან საბერძნეთში მიმავალ მარშრუტზეც. ლეგერის თქმით, ეს ცხადყოფს, რომ „ფრონტექისის“ მუშაობის მხარდაჭერა აუცილებელია.

მიუხედავად ამისა, „ფრონტექსის“ დირექტორი ამბობს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია. განსაკუთრებით ეს ეხება ლიბიიდან იტალიაში მიმავალ მიგრანტებს. ამ მარშრუტით 2018 წელს ევროპაში 23 ათასი ადამიანი ჩავიდა, რაც 2017 წელთან შედარებით, 80%-ით ნაკლებია.