ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო მიგრანტთა ნავების აღმოსაჩენად ახალ სათვალთვალო აღჭურვილობას ცდის
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო მიგრანტთა ნავების აღმოსაჩენად ახალ სათვალთვალო აღჭურვილობას ცდის

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო მიგრანტთა ნავების აღმოსაჩენად ახალ მაღალტექნოლოგიურ სათვალთვალო აღჭურვილობას ცდის იმის საპასუხოდ, რომ ავღანეთში „თალიბანი“ ტერიტორიებს იკავებს და ამ ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ადამიანი გარბის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სპეციალური კამერებით აღჭურვილი სისტემა ალექსანდროპოლისის აეროპორტში, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბერძნულ-თურქული სახმელეთო საზღვრის სიახლოვეს და კუნძულ ლემნოსზე იტესტება, რათა მესაზღვრეებს მიახლოებული ნავების ამოცნობა გაუადვილოს.